შოთა ნიშნიანიძე წერდა…
„გონება ეშმაკის მეძავია, გული კი – ღვთაების მხევალი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წარსულს გააზღაპრებს დრო და მანძილი”.
* * *
„ერთმანეთისგან არ გათიშულა გენიოსობა და შეშლილობა”.
* * *
„ღვთის მოგერიდოთ მაინც ოდნავად!”
* * *
„ეს სენი სჭირთ ადამიანებს, დიდების სენი განუკურნელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სულ წაღმა გეტრიალოს, სულ მყუდროდ დაგევანოს, ბორბალო წუთისოფლის”.
* * *
„ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი: თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით, ზურგს ნუ შეაქცევთ… გაიკითხეთ… ბედი არ გვცდიდეს, გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი”.
* * *
„ცოდვილთ, წაწყმელდით, უკეთურთ და ზაკვისათვის მოცლილთ, დიახაც უნდა ეშინოდეთ მეორედ მოსვლის”.
* * *
„მიწაზე აღარ მეცხოვრება, იცვლება ბედის ამინდები,
მალე ღრუბელი მომაკითხავს, ამიტატებს და გავფრინდები…”
* * *
„შთამომავალო, თქვი, ვინ ვიყავი მე: ბრიყვი, შეშლილი თუ ღვთისკაცი?” – (ავტორი გენია.ჯი)