ეპიტაფია – „ეპიზოდი”
სერბეთის რესპუბლიკაში არსებულ ბარუტანის მთაზე განთავსებულია კრალევსკის ახალი სასაფლაო, სადაც ერთობ უჩვეულო სახის მქონე ეპიტაფიების გამო, განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს სერბი ცოლ-ქმრის წყვილის – სლავკო და ქრისტინა ლაზოვიჩების საფლავი. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში, გარდაცვლილი მშობლების უკანასკნელ განსასვენებელზე ლაზოვიჩების ვაჟიშვილმა ორი საფლავის ქვა დადგა, რომლებზედაც მის მიერვე შედგენილი ორი მრავლისმეტყველი ეპიტაფია დაიტანა. „მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში სასიკეთო არაფერი გაგიკეთებია. იყავი ძალიან ცუდი მამა, და კიდევ უფრო ცუდი ქმარი. იყავი ალკოჰოლიკი, ნაძირალა და ხულიგანი”. – ეს სლავკოს საფლავის ეპიტაფიაა (ხალხში ამბობენ, ასე უცნაური მეთოდით იძია უკმაყოფილო შვილმა შური გარდაცვლილ მამაზეო). სლავკო მეუღლეზე ადრე გარდაიცვალა. 75 წლის ასაკში სიცოცხლეს ქრისტინაც გამოესალმა. მამის საფლავის მსგავსად, ლაზოვიჩების ვაჟიშვილმა დედის საფლავის ეპიტაფიაც თავად შეთხზა: „შენ კარგად იცი, რომ ის არ იმსახურებს ადგილს შენს გვერდით. მაპატიე, დედა! და მადლობა შენ, ყველაფრისათვის!” – (ავტორი გენია.ჯი)