ელისაბედ I – „ეპიზოდი”
„ქალწულ დედოფლად” წოდებული ინგლისისა და ირლანდიის ლეგენდად ქცეული დედოფალი - ელისაბედ I ტიუდორი (1533-1605 წლები) ვერასოდეს წარმოიდგენდა, ასეთ ძლიერ დარტყმას თუ მიაყენებდა საკუთარი გარეგნობა ოდესმე. უმშვენიერესი ქალის – ანა ბოლეინის ღირსეულმა ქალიშვილმა თავისი ცხოვრების გზაზე პირწმინდად დაამარცხა ყველა თავისი არაკეთილმოსურნე, მაგრამ ვერ გაუმკლავდა სხვა, ახალ, მეტად უცნაურ მტერს. (ავტორი გენია.ჯი) ისეთმა გენერალიზებულმა ინფექციამ, როგორიც გახლავთ კეთრი, ახალგაზრდა ქალს არა მხოლოდ სახე დაუმახინჯა, არამედ სრულ გამელოტებამდეც კი მიიყვანა იგი. თმის ცვენის მასიურმა პროცესმა 29 წლის ასაკში მყოფი დედოფალი საბოლოოდ აიძულა, ეტარებინა – პარიკი. შედეგად, ელისაბედმა თავისი გრძელი, ცეცხლოვანი-წითური თმები წარსულს იძულებით გადააბარა. ოსტატი, რომელსაც დედოფლის პირველი პარიკი უნდა დაემზადებინა, მკაცრად გააფრთხილეს: თავისი სამუშაო მაქსიმალურად გაესაიდუმლოებინა. ელისაბედისთვის ცეცხლოვანი-წითური შეფერილობის მქონე პირველი პარიკი დამზადებული იქნა ნატურალური თმებისაგან.
იყო დრო, როდესაც კონსტანტინოპოლში საჯაროდ ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც პარიკის ტარებას გაბედავდნენ. ახლა კი, თვით დედოფალი ხდებოდა პარიკის მასიური მოხმარების უმთავრესი ინიციატორი. სხვადასხვა წყარო ირწმუნება, რომ ელისაბედის გარდერობი 200-ზე მეტი პარიკისაგან შედგებოდა. დროის გასვლასთან ერთად, მკვეთრად უარესდებოდა მისი გარეგნობა. მასიური თეთრი გრიმი, რომელიც დედოფალს ნაყვავილარ სახეს უფარავდა და ხელოვნური თმები, ელისაბედს კარიკატურულ გარეგნობას ანიჭებდა, თუმცა ამის გამო მის დაცინვას მაინც ვერავინ ბედავდა. ქვეშევრდომებმა შესანიშნავად უწყოდნენ, თუ როგორი სასტიკი შურისძიება იცოდა დედოფალმა.
ელისაბედის მიერ მოდაში დამკვიდრებულმა პარიკმა მალე მთელი ევროპის კონტინენტი მოიცვა. მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ნატურალური თმისაგან და ბეწვისაგან დამზადებულ პარიკებს მოიხმარდნენ. საშუალო და ღარიბი ფენის წარმომადგენლები კი ცხენის თმებისაგან დამზადებული, ბევრად უფრო იაფი ღირებულების მქონე პარიკებით სარგებლობდნენ.
1624 წლიდან „თმების შემცვლელად” წოდებული პარიკით სარგებლობა დაიწყო კიდევ ერთმა ევროპელმა მონარქმა: გამელოტების საფრთხის წინაშე მდგომი საფრანგეთის მეფე – ლუი XIII იძულებული გახდა მუდმივად პარიკი ეტარებინა. მისმა ვაჟმა – ლუი XIV დე ბურბონმა კი, თავისი მმართველობის ჟამს პარიკი სულაც ნამდვილ – კულტად აქცია. – (ავტორი გენია.ჯი)