უილიამ უორდსუორთი – „ეპიზოდი”
„ლირიკული ბალადების” სახელოვან ავტორს, გამოჩენილ ინგლისელ რომანტიკოს-პოეტს – უილიამ უორდსუორთს (1770-1850 წლები) ერთი მეტად უცნაური თვისება ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ პოეზიის საკითხებში იგი ყოველთვის ენდობოდა თავისი ძაღლის „შეფასებებს”. ახალ ლექსს პოეტი უპირველეს ყოვლისა მის„ ოთხფეხა მეგობარს” უკითხავდა. ახალი ლექსის წაკითხვის პროცესში უორდსუორთის ძაღლი თუ ყეფას არ გააბამდა, ეს იმის მაუწყებელი იყო ავტორისათვის, რომ ლექსი გამოქვეყნებად ღირდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უილიამი ან ასწორებდა თავისი პოეტური ქმნილების სტრიქონებს, ან სულაც ანადგურებდა მას. – (ავტორი გენია.ჯი)