ანრი რუსო – „ეპიზოდი”
1909 წელს, გენიალურმა ფრანგმა პრიმიტივისტული მანერის პოსტიმპრესიონისტმა მხატვარმა – ანრი ჟულიენ ფელიქს რუსომ (1844-1910 წლები) სახელოვანი თანამემამულე პოეტის – გიიომ აპოლინერისა და მისი საყვარელი ქალის, ბუნების უმშვენიერესი ქმნილების – მარი ლორანსენის პორტრეტი დახატა. (ავტორი გენია.ჯი) ტროპიკული მცენარეების ფონზე ავტორმა პოეტი თავის „მუზასთან” ერთად გამოსახა. სურათზე, რომლის სახელწოდებაცაა – „მუზა, შთამაგონებელი პოეტისა”, ასახული აპოლინერი მეტ-ნაკლებად რეალური სახით წარმოადგინა მხატვარმა, მისი საყვარელი ქალი კი, ვინაც განთქმული იყო პარიზში თავისი სილამაზით, რუსომ ერთობ შეუხედავ ნატურად წარმოაჩინა. ანტიკური პერიოდის დროინდელი კაბით მოსილი ლორანსენი სხეულის დიდი და მსუქანი პროპორციებით გამოირჩევა ანრის მიერ დახატულ ტილოზე. აღნიშნულმა გარემოებამ ძალიან გააბრაზა აპოლინერი, ვინაც საყვედურიც კი შეჰკადრა ამის გამო რუსოს. „ – დიდ პოეტს გვერდით უცილობლად დიდი მუზა სჭირდებაო”. – ასე უმართლებია თავი მაშინ თურმე აპოლინერის წინაშე დიდ ფრანგ მხატვარს. – (ავტორი გენია.ჯი)
„მუზა, შთამაგონებელი პოეტისა”