ბარუხ სპინოზა – „ეპიზოდი”
1660 წლის ერთ მშვენიერ დილას, ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვანი ნიდერლანდელი ფილოსოფოსი - ბარუხ სპინოზა ამსტერდამში განთავსებულ ერთ-ერთ სინაგოგას ესტუმრა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იგი – ღმერთი იყო! (ავტორი გენია.ჯი) ახალი დროების ფილოსოფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ასეთმა ზე-მკრეხელურმა განცხადებამ სინედრიონი (ებრაელ მორწმუნეთა უხუცესთა საბჭო) იმდენად განარისხა, რომ სპინოზა არა მხოლოდ განიკვეთა იუდეველთა ეკლესიიდან, არამედ სამარადჟამოდაც კი იქნა შეჩვენებული იგი. გარდა ამისა, სინედრიონმა მოახდინა ბარუხის ექსკომუნიკაცია, ანუ, ყველა მორწმუნეს აეკრძალა მასთან ურთიერთობა. რამდენიმე ხანში სპინოზას განცხადებიდან, ფილოსოფოსს ერთ-ერთი რელიგიური ფანატიკოსი დაესხა თავს და დაშნით მისი მოკვლა სცადა (აღნიშნულ დაშნას იგი მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ინახავდა), თუმცა საბედნიეროდ, იგი სიკვდილს გადაურჩა. მიუხედავად ამისა, ბარუხი უკან მაინც არ იხევდა და თავის რელიგიურ მსოფლმხედველობას კიდევ უფრო თავდაჯერებით იცავდა. „მე – ღმერთი ვარ, რადგან ღმერთი – ეს არის ყველაფერი – მთები, მდინარეები, ნაგავი, ადამიანები, ცხოველები. ყველაფერი ის, რაც არსებობს, არის ღმერთი და ამიტომ ვარ მეც, ბარუხ სპინოზა – ღმერთი!”
შედეგად წარმოიშვა ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება – პანთეიზმი, რომლის გულმხურვალე აპოლოგეტი გახდა შემდგომში თვით ალბერტ აინშტაინი. აინშტაინი, ვინაც სპინოზას თავისი შთაგონების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ ასახელებდა. – (ავტორი გენია.ჯი)