ლადო ასათიანი წერდა…
„მთავარი ის კი არ არის, რაიმე სიბრძნე წარმოთქვა. ეს შეიძლება, ადვილიც იყოს, ახლა… სიაბდლე არ უნდა წამოაყრანტალო, სიაბდლე… ესაა საქმე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კითხვამ ვის აწყინა, შენ რომ გაწყინოს”.
* * *
„მარტო ვარ და კიდევ მეტი მარტოობა მინდა”.
* * *
„დროს რა არ შეუძლია”.
* * *
„უნდა ვაღიარო: არასოდეს, დაბადების დღიდან, მსხვილმანებზე იმდენი არ მიფიქრია, რამდენიც წვრილმანებზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე არ ვიცი, რაღაა მართალი!”
* * *
„არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი საათი, რომ არ ვფიქრობდე ჩემს ბავშვობაზე, თითქოს თან დამაქვს ეს ბავშვობა”.
* * *
„სულ მენატრება და მელანდება ასეთი სურათი:
თენდება, ყველაზე უწინ ჩიტების ჭიკჭიკი და ჟღურტული ჩამესმის ყურში, – თვალებს ვჭყეტ, ზეზე წამოვარდები, ფეხშიშველი, თავქუდმოგლეჯილი გავვარდები კარში! მზე ახლად ამოდის, გუმარეშის ჭალებში ჩრდილები წაგრძელებულან, გავრბივარ მდელოზე, ცვრიანი ბალახი შემიჩიჩხინებს ფეხის გულში და მთლად გავილუმპები… ერთი ასეთი სოფლის დილა ღირს მთელ სიცოცხლედ. ესაა მიწის სინედლე და სურნელება, – ვაჟასა და ფიროსმანს რომ უყვარდათ!
და კიდევ: „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული?!” – ამის მთქმელიც ერთ-ერთი ღმერთია ამ ქვეყანაზე…”
* * *
„ბუნების კარი”, – იშვიათია ასეთი სახელწოდება. ბევრ წიგნს არ ჰქვია ასეთი დიდებული სახელი”.
* * *
„ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება და თვეებს საუკუნეებად ვითვლი”. – (ავტორი გენია.ჯი)