სუზანა ვალადონი – „ეპიზოდი”
თავისი ბრწყინვალე სამხატვრო კარიერა - სუზანა ვალადონმა (1865-1938 წლები), როგორც მენატურე ქალმა დაიწყო და გახდა პირველი ქალბატონი, ვინაც საფრანგეთის სამხატვრო კავშირის წევრის საპატიო მანტიით შემოსეს. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც უკიდურესი სიმკაცრით ცნობილმა გენიალურმა ფრანგმა იმპრესიონისტმა-მხატვარმა ედგარ დეგამ თავისი მოწაფის – სუზანა ვალადონის მიერ შესრულებული მორიგი შედევრი-ტილო იხილა, ერთმნიშვნელოვნად წარმოთქვა – „იგი – ერთ-ერთი ჩვენთაგანიაო!”
„მე ვიყავი ამაყი და ველური ქალიო”, – ამბობდა ხელოვანი ქალი, რომელსაც ერთობ უჩვეულო გამოხდომები ახასიათებდა. ასე მაგალითად: სუზანა ხშირად გადიოდა ქუჩაში სტაფილოსაგან დამზადებული თაიგულით; რატომღაც, ყოველ პარასკევს ვალადონი თავის კატებს წესისამებრ, თევზით კი არ უმასპინძლდებოდა, არამედ – ხიზილალით; მხატვარი ქალი ხშირად ტრაპეზობდა დედიშობილა (სრულიად შიშველი); გარდა ამისა, მას ჰყავდა თხა, რომელსაც ყველა იმ ტილოთი კვებავდა, რომელსაც ავტორი დაიწუნებდა ხოლმე; სუზანა რომ ძალიან სერიოზულად უდგებოდა თავის საქმეს, ამას ისიც მოწმობს, რომ ერთ სურათზე მუშაობა მას 13 ხანგრძლივი წლის განმავლობაშიც კი ძალუძდა. – (ავტორი გენია.ჯი)