მალტის არქიპელაგის ისტორიიდან…

არსებობს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული მალტის არქიპელაგი მითიური კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს – ატლანტიდის ნაწილს წარმოადგენს. მალტის არქიპელაგი აერთიანებს 7 კუნძულს, რომელთაგანაც მხოლოდ ორი მათგანია დასახლებული. (ავტორი გენია.ჯი) მალტაზე თავისი ცხოვრების გარკვეული პერიოდი დაჰყო ისეთმა გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა, როგორიც გახლდათ – მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო. სხვათაშორის, სკანდალური გამოხდომებით ცნობილი ხელოვანი თავდაპირველად „მალტის ორდენის რაინდთა” რიგებში გააწევრიანეს, თუმცა, იმ კონფლიქტური ქმედებების გამო, რომელთაც ფიცხი და ჩხუბისთავი ხელოვანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენდა, იგი „მალტის ორდენის” რიგებიდან დაითხოვეს. და არა მარტო დაითხოვეს, არამედ ციხის საკანშიც გამოკეტეს.

გარკეული ხნის მანძილზე (1798-1801 წლები) „მალტის ორდენის” დიდ მაგისტრს წარმოადგენდა რუსეთის იმპერატორი – პავლე I რომანოვების დინასტიიდან. იგი აღნიშნული ორდენის რიგით 72-ე „დიდი მაგისტრი” გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მალტის არქიპელაგიდან მოსკოვამდე – 2 820 კილომეტრია, პავლე პირველმა მიიღო გადაწყვეტილება, მალტის არქიპელაგი არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ აეყვანა, არამედ იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიაც კი შეეყვანა და მასზე სამხედრო-საზღვაო ბაზაც გაეხსნა. შედეგად, 1798 წელს პავლემ გამოსძა განკარგულება, რომლის თანახმადაც მომავალში მალტის არქიპელაგი უნდა მოეხსენიებინათ და რუკებზე უნდა დაეტანათ, როგორც – „რუსეთის იმპერიის გუბერნია”.

საკუთარი მეუღლის – ეკატერინე მეორის მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად ტახტიდან გადაყენებული და შემდგომ – მოკლული იმპერატორის „ისტორიულ იდეას” აღსრულება არ ეწერა. მალტა არ გახდა რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, თუმცა კი, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, მას „ხმელთაშუაზღვისპირეთის სტალინგრადი” მაინც უწოდეს რუსმა ისტორიკოსებმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>