არქიდამოს III – „ეპიზოდი”
ძვ.წ.აღ-ით 338 წელს ქერონეასთან (ბეოტიაში) გამართული ბრძოლის შემდეგ, ათენელთა და თებელთა კოალიციურ ლაშქარზე გამარჯვებით აღფრთოვანებულმა მაკედონიის მეფემ – ფილიპე II მაკედონელმა, სპარტის მეფეს – არქიდამოს III ევრიპონდიტს მისწერა წერილი, რომელიც აღსავსე იყო მაკედონიელი მონარქის ამპარტავნობით. (ავტორი გენია.ჯი) საპასუხოდ, ლაკედემონელთა გონიერმა მეფემ გამარჯვებით გაამპარტავნებულ ფილიპეს ერთობ მახვილგონივრული და მრავლისმეტყველი პასუხი აახლა: „შენ თუ მართლა მეფე ხარ, კარგად გაზომე და შეაფასე შენი ჩრდილი და მაშინ აღმოაჩენ, რომ ის არ გამხდარა იმაზე დიდი, ვიდრე გამარჯვებამდე იყო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპე II მაკედონელი