პავსანია – „ეპიზოდი”
ერთმა ექიმმა, ვისი სამედიცინო რეპუტაციაც არც თუ ისე მაღალი იყო, ხანში შესულ ერთ-ერთ უდიდეს სპარტელ მხედართმთავარს - პავსანიას (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე) უთხრა -„თქვენ უკვე დაბერდით, მხედართმთავაროო”. რაზედაც ენასხარტმა პავსანიამ მეტად მრავლისმტყველად უპასუხა – „ეს იმიტომ მოხდა, ექიმო, რომ თქვენთან არასოდეს მიმკურნალიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)