ლადო ასათიანი წერდა…
„დრო-ჟამისაგან შეწუხებულ კაცს ყველაფერი ეპატიება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საშინელი დღე დამაყარა ცხოვრებამ…”
* * *
„მრავალი გენიალური ზეკაცი შეჭამა მიწამ”.
* * *
„მე არავის არ ვგავარ. მე სხვადასხვაობა ვარ”.
* * *
„დავდივარ უსამსახუროდ და უფულოდ თბილისის ქუჩებში და მაინც არ ვწუხვარ, რადგან საქართველოში ვარ, ხომ იცით, სხვა საქართველო სად არის…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანაც მხედრული ხელნაწერი – ხმლების სიმღერა,
საფლავებიდან მოვლენილი, როგორც მესია,
რომ საქართველო ქურუმთა და მოგვთა მხარეა,
ერი ქართველთა უძველესზე უძველესია…”
* * *
„განმარტოებული ადამიანი მიზანს ვერ მიაღწევს”-ო, რა დიდებულად უთქვამს გოეთეს. მე მწამს ამ ზეკაცის, მაგრამ მაინც მარტოობა მირჩევნია”.
* * *
„ვარ მოწყენილი და მარტოობაში ჩაკარგული…”
* * *
„რუსთაველის ლექსები ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილისა და საღამოს ჟამს კითხულობენ ბერები ლოცვებს”.
* * *
„მჯერა, რომ ქართველობა არასოდეს არ გადაშენდება”. – (ავტორი გენია.ჯი)