მიხაელ ტალი – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ებრაული წარმომავლობის მქონე მსოფლიოს მე-8 ლატვიელი ჩემპიონი ჭადრაკში - მიხაელ ტალი (1936-1992 წლები) ერთ-ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ ებრაელად არის მიჩნეული ღვთის რჩეული ხალხის ხანგრძლივ ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) ამას თავის მხრივ, უამრავი მიზეზიც აქვს. მაგალითად, ცნობილია, რომ იგი არასოდეს ჭამდა მაცას, რომელსაც ებრაელები ყოველთვის აცხობენ სააღდგომოდ უძველესი რელიგიური ჩვეულების მიხედვით; ტალის არასოდეს არ უტარებდა პეისი (ებრაელ მორწმუნეთათვის დამახასიათებელი გრძელი კულულები); მიხაელი არასდროს არ აღნიშნავდა თავისი ერის უდიდეს დღესასწაულს – ფესახს; არ კითხულობდა იუდეველთა წმინდა წიგნს – თალმუდს; მისთვის ნაკლებად საინტერესო იყო ისტორიული სამშობლო. მოშე დაიანი, აბა ებანი, „ექვსდღიანი ომი” და ყოველგვარი პოლიტიკა…
მიხაელ ტალი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე „არაებრაელი ებრაელი” უწოდეს, 55 წლის ასაკში ალკოჰოლიზმმა იმსხვერპლა. ალბათ, ამიტომაც ითქვა მის შესახებ – „იეღოვასა და ალკოჰოლს ერთნაირად ეთაყვანებოდა დიდი მოჭადრაკეო”. – (ავტორი გენია.ჯი)