მარსელ პრუსტი – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი მწერლისა და პოეტის – მარსელ პრუსტის (1871-1922 წლები) მიერ 1906 წელს დაწერილი რომანების ციკლი – „დაკარგული დროის ძიებაში”, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოცულობის მქონე რომანია მსოფლიო ლიტერატურაში. პრუსტის ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც უამრავი მკითხველის გული დაიპყრო, შვიდ წიგნად გამოიცა თავის დროზე. მასში 2 000-ზე მეტი პერსონაჟი მოჰყავს მოქმედებაში ავტორს. ნიშანდობლივია ისიც, რომ უზარმაზარი რაოდენობის – 3 200 გვერდისგან შემდგარ რომანების ციკლში მარსელს გამოყენებული აქვს – 1 500 000 სიტყვა, რაც კარგად მეტყველებს პრუსტის ყველაზე ცნობადი რომანის გრანდიოზულ მოცულობაზე. – (ავტორი გენია.ჯი)