ჟოზეფინ დე ბოარნე – „ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტის რჩეული ქალის (პირველი ცოლის), უმშვენიერესი გარეგნობის მქონე, თუმცა კი, ზედმეტად თავქარიანი ფრანგი ლამაზმანის - ჟოზეფინ დე ბოარნეს (1763-1814 წლები) მიმართ, თავის უარყოფით დამოკიდებულებას ყოველთვის ღიად გამოხატავდა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის ოჯახის წევრები. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც ხუმრობდნენ საფრანგეთში – „ერთადერთი ბონაპარტი, ვისაც ჟოზეფინა უყვარს, თავად ნაპოლეონიაო”. სანამ ნაპოლეონი ჟოზეფინასთან ოფიციალურად იქორწინებდა, იმპერატორის ღვიძლმა დებმა ბევრი ეცადეს – ჩაეშალათ ქორწინება. ისინი ძმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაუცბათევად” მიიჩნევდნენ და თავიანთ ძმას მოუწოდებდნენ, ხელი აეღო განზრახულზე. ნაპოლეონის რჩეული ქალი განსაკუთრებით სძულდა იმპერატორის საშუალო დას – პოლინ ბონაპარტს. მას არ მოსწონდა ისიც, რომ ბოარნე ნაპოლეონზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. ამიტომაც უწოდებდა ხოლმე იგი შემდგომში რძალს – „ბებერს”. გარდა ამისა, მას ჟოზეფინას პატიოსნებასა და ერთგულებაშიც ეპარებოდა ეჭვი. მისი ეჭვები ნაპოლეონის-და საუბედუროდ, რამდენიმე ხანში გამართლდა. ჯვრისწერის ცერემონიაზე ბონაპარტის დედმამიშვილებმა – პოლინამ და კაროლინამ უარი განაცხადეს ჟოზეფინას საქორწინო კაბის გრძელი შლეიფის ტარებაზე. შედეგად ამ მისიის ტვირთვა სხვებს მოუხდათ.
თავისი ქალიშვილების მსგავსად, რძლის მიმართ მკვეთრად უარყოფითად იყო განწყობილი ნაპოლეონის დედაც. ლეტიცია რძალს – „უნაყოფო ქალს” უწოდებდა და უკულტურობაში სდებდა ბრალს. ისე სასაცილო კია, პლანტატორის მდიდარ ქალიშვილს, რომელიც გავლენიან არისტოკრატიულ ოჯახში აღიზარდა, ბრალი დასდოს უკულტურობაში ადამიანმა, ვინაც ეს-ესაა ისწავლა სუფრაზე დანა-ჩანგლის სათანადოდ გამოყენება.
ჟოზეფინასადმი ბონაპარტის ოჯახის წევრების სიძულვილი იმდენად დიდი იყო, რომ ნაპოლეონის შემდგომ წარუმატებლობებშიც მას დასდეს ბრალი და ქალი – განტევების ვაცად აქციეს.
მას შემდეგ, რაც ჟოზეფინას აღვირახსნილი ქმედებები საყოველთაოდ გახდა ცნობილი, პოლინას ნაპოლეონისათვის დანანებით უთქვამს – „აკი გეუბნებოდიო…” – (ავტორი გენია.ჯი)