ცოდნის შეფასება – „ეპიზოდი”
ამა თუ იმ ქვეყნის საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლეთა და სტუდენთთათვის დაწესებულია მათი ცოდნის დონის განმსაზღვრელი შეფასების (ნიშნების წერის) სხვადასხვაგვარი სისტემა. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, სწავლის „ხუთბალიანი” სისტემა მოქმედებს – უნგრეთში, ყირგიზეთში, პარაგვაიში, ხორვატიაში, პორტუგალიასა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში; „თხუთმეტბალიანი” სისტემით (სადაც 1-იანი საუკეთესო შეფასებაა) სარგებლობს გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი და სლოვაკეთი; შვეიცარიის მსგავსად, „ექვსბალიანი” შეფასების სისტემა გააჩნია – ბულგარეთს. ამ ბალკანურ ქვეყანაში 2-იანი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშანია, თუმცა არსებობს მასზე დაბალი ნიშანი – 1-იანიც, რომელსაც მხოლოდ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს უწერენ პედაგოგები, რომლებიც ვისიმე კარნახით ისარგებლებენ; „ათბალიანი” შეფასების სისტემა გააჩნიათ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა – ბრაზილია, ვიეტნამი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, მექსიკა, ეკვადორი და ასე შემდეგ (მათ შორის საქართველო); ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში განთავსებულ პანამის რესპუბლიკაში საშუალო სკოლის მოსწავლეთა შეფასება „ხუთბალიანია”, სტუდენტთა კი, გაგიკვირდებათ და – „ასბალიანი”.
საფრანგეთში, სადაც „ოცბალიანი” შეფასების სისტემაა დამკვიდრებული სასწავლო დაწესებულებებში, 18 ბალზე მაღალ შეფასებას არც ერთი პედაგოგი და ლექტორი არ აძლევს თავის მოსწავლეს რაოდენ ერუდირებულიც არ უნდა იყოს იგი. ფრანგები დღემდე ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ერთადერთი, ვისაც უმაღლესი შეფასების (20 ბალის) მიღება ძალუძს, მხოლოდ და მხოლოდ – უფალი ღმერთია. 19 ბალი კი ნაპოლეონის თანამემამულეებმა, პედაგოგებს მიანიჭეს. – (ავტორი გენიას.ჯი)