ფრანკლინ პირსი – „ეპიზოდი”
„ბორის ელცინის ამერიკული ანალოგი” – ასე მოიხსენიებს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ცნობილ – ფრანკლინ პირსს (1804-1869 წლები) რიგი თანამედროვე ავტორებისა. (ავტორი გენია.ჯი) ალკოჰოლის მოტრფიალე აშშ-ის რიგით მე-14 პრეზიდენტი ყოველ ალიონს ერთი სირჩა ვისკის სმით ეგებებოდა. ამბობენ, ფრანკლინი იმდენად იყო დამოკიდებული ალკოჰოლზე, რომ ხშირად მას სამუშაო საათებშიაც კი ძალიან უჭირდა თავის შეკავება სასმელისგანო. სამუშაო საათების დასრულება და ალკოჰოლის მიღება პირსისათვის ერთსა და იმავე დროს ხდებოდა. ხმები პრეზიდენტის ალკოჰოლიზმის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. შედეგად, ფრანკლინის მშობლიურმა – დემოკრატიულმა პარტიამ უარი თქვა შელახული რეპუტაციის მქონე კანდიდატის მეორედ წამოყენებაზე საპრეზიდენტო არჩევნებში. ყველა მოელოდა, რომ ამ ფაქტს ფრანკლინი მტკივნეულად მიიღებდა, თუმცა მას ეს სულაც არ მიუტანია გულთან ახლოს. ის კი არა და, გახარებია კიდეც, ახლა ბევრად უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება სმისთვისო.
საბოლოო ჯამში, ალკოჰოლის მაისურმა მოხმარებამ ფრანკლინი არა ხმოლოდ დეპრესიულ ადამიანად აქცია, არამედ შეიწირა კიდეც იგი. აშშ-ის რიგით მე-14 პრეზიდენტი ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა 1869 წლის 8 ოქტომბერს. – (ავტორი გენია.ჯი)