პიერ ოგიუსტ რენუარი – „ეპიზოდი”
„ყველა მძულს, ვინც ხატვაში მიშლის ხელს. მგონი, ღმერთიც შემძულდებოდა, ხელი რომ შეეშალაო”. – ამბობდა ხოლმე სახვით ხელოვნებაში იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი წარმომადგენელი – პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები). რენუარი, ვინაც შთამომავლობას უზარმაზარი რაოდენობის შედევრი-ქმნილება დაუტოვა 1000-ზე მეტი სურათის სახით. მხატვრის პირველი სამსახური ფაიფურის ჭურჭლის მოხატვით შემოიფარგლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აქ გამოავლინა რენუარმა ხატვის გასაოცარი ნიჭი. ის კი არა და, იგი იმდენად სწრაფად და ეფექტურადაც კი მუშაობდა, რომ 13 წლის ასაკში მყოფმა სახლის ყიდვაც შესძლო. რენუარი რომ ძალიან სწრაფად მუშაობდა, ამას ისიც მოწმობს, გენიალური გერმანელი კომპოზიტორის – რიხარდ ვაგნერის პორტრეტის დასახატად სულ რაღაც ოცდათხუთმეტიოდე წუთი რომ დასჭირდა.
ოგიუსტის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც იგი ველოსიპედით მორიგი სეირნობის ჟამს ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხელი მოიტეხა. მიღებული ტრამვა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ხელოვანს პროგრესირებადი რევმატიზმი განუვითარდა. დროთა განმავლობაში რენუარი ინვალიდის ეჭვს მიეჯაჭვა. მიუხედავად ამისა, მას ხატვა მაინც არ შეუწყვეტია და შემოქმედებითადაც ისევ აქტიურობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, უკვე სრულიად პარალიზებული ოგიუსტი მეგობრებმა ლუვრის სასახლეში გადაიყვანეს სპეციალურად, რათა მომაკვდავს საკუთარი თვალით ეხილა ლუვრის ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილი მისი ერთი ფერწერული ნამუშევარი. – (ავტორი გენია.ჯი)