მაქსიმ გორკი – „ეპიზოდი”

საბჭოთა ხელისუფლების მიერ გაფეტიშებული რუსი მწერალი და ლიტერატურაში სოციალური რეალიზმის ფუძემდებელი - ალექსეი პეშკოვი (1868-1936 წლები), იგივე – მაქსიმ გორკი, ვინაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აფინანსებდა უცხოეთიდან ბოლშევიკებს, ხუთჯერ იქნა წარდგენილი ნობელის პრემიაზე, თუმცა ხუთივეჯერ უშედეგოდ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, რუსი ლიტერატორის ნაწარმოებები მაინც ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი იყო საბჭოეთში, რასაც შემდგომი ფაქტიც მოწმობს: კომუნიზმის ბატონობის ხანაში, ანუ მთელი 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირში გამოცემული იქნა მაქსიმ გორკის ლიტერატურული ქმნილებების 240 მილიონი ეგზემპლარი. ტირაჟის რაოდენობით მაქსიმი მხოლოდ და მხოლოდ პუშკინსა და ტოლსტოის ჩამორჩებოდა საბჭოეთში.

ცნობილია ისიც, რომ მაქსიმ გორკიმ უცხოეთში ძალიან დიდი ხნის მანძილზე იცხოვრა. 15 წელიწადი მან მარტო იტალიაში დაჰყო. მიუხედავად ამისა, მან ვერც ერთი (მათ შორის ვერც იტალიური) ენა ვერ შეისწავლა. ის კი არა და, მწერალი, ვისაც საშუალო განათლებაც არ ჰქონია მიღებული თავის დროზე, ოცდაათი წლის ასაკამდე რუსულ ენაზედაც კი უამრავი გრამატიკული შეცდომის თანხლებით წერდა. ამიტომაც უწევდა გორკის მიერ დაწერილ ხელნაწერებს კორექტირებასა და რედაქტირებას გამუდმებით მისი ერთგული მეუღლე – ეკატერინე პეშკოვა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>