„ცეილონის ჩაი” – (ეპიზოდი)
ცეილონის საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჩაი, რომელიც გასაოცარი არომატულობით არის გამორჩეული, თავის არსებობას, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სოკო-პარაზიტებს უნდა „უმადლოდეს”. (ავტორი გენია.ჯი) ინდოეთის ოკეანეში განთავსებულ კუნძულ ცეილონზე ისტორიის ადრეულ პერიოდში მოსახლეობას ყავის პლანტაციები ჰქონდა მოშენებული და მათი ძირითადი საქმიანობაც ყავასთან იყო დაკავშირებული. თუმცა, 1868 წელს შრი-ლანკას შემადგენლობაში არსებულ კუნძულზე მოულოდნელად გავრცელდა ყავის ხეებისათვის მომაკვდინებელი დაავადება – „ყავის ჟანგი”. მიუხედავად მიღებული პროფილაქტიკური ღონისძიებებისა, ყავის ხის „ჭირმა” სულ რაღაც ხუთიოდე წელიწადში სრულიად მოსპო ცეილონზე არსებული ყავის პლანტაციები. ამბობენ, იმ პერიოდში კუნძული ნამდვილ უდაბნოდ გადაიქცაო. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, განადგურებული ყავის პლანტაციები ჩაის პლანტაციებით ჩაენაცვლებინა (ცნობილია, რომ ჩაის ბუჩქს „ყავის ჟანგი” არ ედება). ასე რომ, რომ არა სოკო-პარაზიტები, ალბათ დღეისათვის არაფერი გვეცოდინებოდა „ცეილონის ჩაის” შესახებ, რადგან ის ბუნებაში საერთოდ არ იარსებებდა. სამაგიეროდ მოგვიხდებოდა „ცეილონის ყავის” დაგემოვნება. – (ავტორი გენია.ჯი)
„ყავის ჟანგით” დაავადებული ყავის ხე