ბელორუსი – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისრაელის სახელმწიფოს უფრო მეტი პრეზიდენტი მოევლინა ქვეყნიერებას, ვიდრე თავად ბელორუსის პრეზიდენტი. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ბელორუსიის სოფელ მოტოლში 1874 წლის 27 იანვარს დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს რიგით პირველი პრეზიდენტი – ხაიმ ვაიცმანი. 1889 წლის 24 ნოემბერს კი, ამავე ქვეყანაში არსებულ დაბა – მირში იშვა ებრაელთა სამშობლოს რიგით მე-3 პრეზიდენტი – ზალმან შაზარი. გარდა პრეზიდენტებისა, ბელორუსის მიწაზე ასევე დაიბადნენ ისრაელის სახელმწიფოს ისეთი სახელოვანი პრემიერ-მინისტრები, როგორებიც გახლდნენ – იცხაკ შამირი, მენაჰემ ბეგინი და შიმონ პერესი (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა გარკვეული ხნის განმავლობაში).
რაც შეეხება ბელარუსს, იქ პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1994 წელს ჩატარდა. გამარჯვებული გახდა უმამოდ აღზრდილი – ალექსანდრე ლუკაშენკო. მას შემდეგ (აგერ უკვე 26 წელიწადია) ქვეყანას სწორედ ის განაგებს. შესაბამისად, აღმოსვლეთ ევროპაში განთავსებულ ამ სახელმწიფოში ჯერჯერობით ბელორუსის ერთადერთი პრეზიდენტია დაბადებული. – (ავტორი გენია.ჯი)