ჟორჟ ჟაკ დანტონი – „ეპიზოდი”
„თავი მომჭრან მირჩევნია, ვიდრე თავი მოვჭრა ვისმეო”. – ასეთ პასუხს იძლეოდა საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – ჟორჟ ჟაკ დანტონი (1759-1794 წლები), როდესაც მას ურჩევდნენ გაფრთხილებულიყო. (ავტორი გენია.ჯი) რევოლუციის შემდგომ გამეფებულ ტერორს იგი საჯაროდ გმობდა, რაც რობესპიერის ყოფილ მეგობარს სიცოცხლის ფასად დაუჯდა საბოლოო ჯამში. მას შემდეგ, რაც დანტონს შეატყობინეს, დაჭერას გიპირებენ და გაიქეცი, თავს უშველეო, მას სამშობლოდან გაქცევაზე უარი ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვის თანხლებით განუცხადებია – „რომ გავიქცე, განა სამშობლოსაც თან წავიღებო?”
რამდენიმე ხანში დანტონი რობესპიერის პირადი მონდომების წყალობით წარსდგა სასამართლოს წინაშე. განაჩენად დანტონს, სხვა მისი მეგობრებისა და თანამებრძოლების მსგავსად (დემულენი, ფილიპო, ბაზირი, დე სეშელი, ვესტერმანი და სხვანი) – სიკვდილით დასჯა გამოუტანეს. გილიოტინის კიბესთან, სადაც სიკვდილმისჯილი დანტონი სხვა სიკვდილმისჯილებისაგან განსხვავებით, „პატივისცემის ნიშნად” ეტლით მიიყვანეს, მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა – ერო დე სეშელმა დანტონისაკენ მიიწია. მას უნდოდა, რომ სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ მოხვეოდა თავის მეგობარს, მაგრამ მათ შუაში ჯალათი ჩაუდგა და ისინი ერთმანეთამდე არ მიუშვა. „სულელო, გოდორში რომ ჩაცვივიან ჩვენი თავები, მაშინაც დაუშლი მათ ერთამენთის შეხებას?” – მიმართა გაბრაზებულმა დანტონმა ჯალათს და გილიოტინისაკენ მამაცურად გაეშურა. – (ავტორი გენია.ჯი)
დე სეშელი