თეოდორ დრაიზერი წერდა…
„ჩაუარეთ მდიდართა დიდებულ კარ-მიდამოს, ბრწყინვალე ეკიპაჟებს, გასაოცარ მაღაზიებს, რესტორნებს, მრავალნაირ გასართობ ადგილებს: დაყნოსეთ ყვავილები, აბრეშუმები, ღვინოები; განიცადეთ სიცილი, რომელსაც განცხრომაში ყოფნა ბადებს, ანდა შემოხედვა, რომელიც ისე აელვარდება ხოლმე, როგორც მოქნეული, ალესილი მახვილი; შეიგრძნეთ ის ქედმაღლური ღიმილი, გულს რომ ბასრი ხანჯალივით ხვდება და მაშინ გაიგებთ რა არის სიდიადისა და სიძლიერის ატმოსფერო. აზრი არა აქვს იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს ჭეშმარიტი სიდიადე. ის კი უნდა ითქვას, რომ სანამ კაცობრიობა მიისწრაფის ასეთი სიდიადისაკენ, სანამ ადამიანი მას თვლის საოცნებო სამყაროდ, მანამდე კაცის სული ინგრევა ამ სამყაროში. ოხ, ხორცშესხმულო ოცნებავ! როგორ გვღრნი, მოსვენებას არ გვაძლევ! ფუჭი ილუზიები გვიხმობენ და მივყევართ, გვიხმობენ და მივყევართ მანამდე, სანამ სიკვდილი და ხრწნა ბოლოს არ მოუღებს მათ ზემოქმედების ძალას და ჩვენ, – ბრმებს, დაგვაბრუნებს ბუნების წიაღში”.