ეუნუსი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთმა სირიელმა მონამ, სახელად - ეუნუსმა (ძვ.წ.აღ-ით II საუკუნე), ვინაც წინასწარმეტყველების განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული, „მოღვაწეობა” იმით დაიწყო, რომ მდიდარ სიცილიელებს თავისი თეატრალური გამოსვლებით ართობდა. (ავტორი გენია.ჯი) ეუნუსის გამოსვლებიდან მდიდარ სიცილიელებს ყველაზე მეტად მაინც ის ნაწილი მოსწონდათ, სადაც სირიელი მონა ყვებოდა, თუ როგორი მეთოდით ჩამოაგდებდა ტახტიდან მეფეს და როგორ გამეფდებოდა შემდგომ თავად. ყოველი გამოსვლის წინ ეუნუსი პუბლიკას იმასაც ეუბნებოდა, რომ ასეთ შემთხვევაში არ დასჯიდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინაც მას თავის გამოსვლებში ფულს აძლევდნენ მოწყალების სახით. ერთ დროს, ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ კუნძულის მაცხოვრებლებს და ძალიანაც ხალისოდნენ ვიღაც სირიელი მონის მონაჩმახით, მაგრამ… მათდა გასაოცრად, დადგა ჟამი, როცა ეუნუსის ნაწინასწარმეტყველები ახდა: იგი სათავეში ჩაუდგა სიცილიაზე მომხდარ მონათა პირველ აჯანყებას, ტახტიდან ჩამოაგდო მონარქი და „ანტიოქეს” ფსევდონიმით თვითონ გახდა სიცილიის მეფე. გამეფების შემდეგ მან თავისი სიტყვა ღირსეულად შეასრულა და მართლაც შეიწყალა, არ დასაჯა ის სიცილიელები, რომლებსაც მისთვის ოდესღაც მოწყალების სახით ფული ჰქონდათ მიცემული. – (ავტორი გენია.ჯი)