ლუი შევროლე – „ეპიზოდი”

„თავზეხელაღებული” – ასეთი მეტსახელით მოიხსენიებდნენ ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კონსტრუქტორს, ფანატიკოს ავტო-მრბოლელსა და სახელგანთქმული საავტომობილო ბრენდის „შევროლეს” დამაარსებელს – ლუი შევროლეს (1878-1941 წლები) მისი თანამედროვეები. ცნობილია, რომ შვეიცარიული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ავტომწარმოებლის პირველ პარტნიორს უმსხვილესი საავტომობილო კორპორაციის – „ჯენერალ მოტორსის” ფუძემდებელი – უილიამ კრაპო დიურანტი წარმოადგენდა. ცნობილია ისიც, რომ „Shevrolet”-ის დაფუძნებაში თავის დროზე უილიამმა ლუიზე არანაკლები წვრილი შეიტანა. თავდაპირველად, მათ შორის არაჩვეულებრივი პარტნიორული ურთიერთობა გაება, თუმცა დროთა განმავლობაში ამას წერტილი დაესვა.

ორ პარტნიორს შორის ურთიერთობა საბოლოოდ შემდეგმა კონფლიქტმა გაწყვიტა. ლუი თამბაქოს მასიური მომხმარებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შევროლე ფულის ნაკლებობას არ უჩიოდა, იგი მაინც იაფფასიან სიგარეტს ეწეოდა ძველებურად. გარდა ამისა, ლაპარაკის დროს მას ჩვეოდა მოკიდებული სიგარეტის პირის ერთი კუთხიდან პირის მეორე კუთხეში გადატანა. პარტნიორის ეს თვისებები ძალიან აღიზიანებდა დახვეწილი გემოვნების მქონე დიურანტს. ამიტომაც უთხრა ერთ დღეს გაღიზიანებულმა უილიამმა ლუის, შენ უკვე ცნობილი პიროვნება ხარ და არ ნამდვილად შეგშვენის არც იაფფასიანი თამბაქოს მოხმარება და არც სიგარეტის პირით ღეჭვაო. დიურანტის სიტყვამ შევროლე უკიდურესად შეურაცხყო. „ – მე დაგითმე შენ ჩემი ავტომობილები, მე დაგითმე შენ ჩემი სახელი, მაგრამ არასოდეს დაგითმობ ჩემს ინდივიდუალურობასო”. – წარმოთქვა საპასუხოდ შევროლემ, აიღო სიგარეტი მაგიდიდან და სამუდამოდ გაიხურა კომპანიის კარი.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ისეთი ავტოგიგანტის დამუფძნებელს, როგორიცაა „Shevrolet”, სიღარიბეში მოუხდა სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გალევა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 63 წლის ასაკში მყოფი ლუი შევროლე 1941 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა დეტროიტში. მანამდე კი, ბედმა მას იქამდეც დასცინა, რომ ლუი შევროლეს მის მიერ ოდესღაც დაარსებულ კომპანიაში მოუხდა მუშაობა რიგით მექანიკოსად. – (ავტორი გენია.ჯი)

უილიამ დიურანტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>