ჯორჯ უოკერ ბუში – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 43-ე პრეზიდენტმა – ჯორჯ უოკერ ბუშმა, ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობის დროს ჟურნალისტს განუცხადა, რომ მისი ბავშვობის დროინდელ უსაყვარლეს ნაწარმოებს წარმოადგენდა ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერლის – ერიკ კარლის ლიტერატურული ქმნილება – „ძალიან მშიერი მუხლუხო”. (ავტორი გენია.ჯი) აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი საყურადღებო გარემოება: ავტორმა აღნიშნული ნაწარმოები პირველად 1969 წელს გამოაქვეყნა საჯაროდ. იმ დროისათვის კი, აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ბავშვობა კარგა ხნის წინ ჰქონდა უკან მოტოვებული, რადგან 1969 წელს ჯოჯ ბუში – 23 წლის ასაკში იმყოფებოდა უკვე (23 წლის ბავშვი კი კარგად მოგეხსენებათ, რომ ბუნებაში არ არსებობს). შესაბამისად, ცნობისმოყვარე ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომ პრეზიდენტმა მის წინაშე იცრუა. – (ავტორი გენია.ჯი)