„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„გაჩენა და მოსპობა! ეს ორი სიტყვა შეიცავს სამყაროს ისტორიას, ყოველსავე, რაც კი არსებობს, ყველაფერს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, იმ ქვეყნიერების არსებობის რწმენა რომ არა, სადაც ჩვენ დედამიწაზე განვლილი ყველა ტანჯვისთვის ჯილდო გველის, მაშინ ვინ იცის, იქნებ კიდეც დაგვეწყევლა სიცოცხლე, იმისი ზნეობრივი წესები…”
* * *
„ახლანდელ თაობას უფრო მაგარი თავები გაქვთ, მხოლოდ გული გაქვთ ჩვენზე უფრო ცივი”.
* * *
„მრავალი საშინელი ბოროტმოქმედებაა ქვეყნად, მაგრამ ყველაზე უფრო საშინელი, ალბათ, ტრფობის გულში ჩაკვლაა”.
* * *
„ადრე თუ გვიან საზოგადოება ძირფესვიანად უნდა გადაკეთდეს. არადა, დალპება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვიდრე მუხლუხო პეპლად გადაიქცევა, ისიც ჭიასა ჰგავს”.
* * *
„ყოველ მათგანს შეუძლია სხვაში ჰპოვოს ის, რასაც ეძებს”.
* * *
„ოცნების ნიჭი ყველა ადამიანს აქვს ხოლმე თანდაყოლილი”.
* * *
„შიში საზარელი რამ არის, გულისგამხეთქი გრძნობაა, ერთგვარი გახრწნაა სულისა, ერთგვარი მწვავე კრუნჩხვაა აზროვნებისა და გულისა, რომლის მარტოოდენ მოგონება ადამიანში ძრწოლას იწვევს ხოლმე”.
* * *
„ქვეყნად მრავალი ისეთი გიჟია, რომელთა შესახებ ეჭვიც კი არ აქვთ”. – (ავტორი გენია.ჯი)