ბრიუს დიკინსონი – „ეპიზოდი”
პოპულარული ბრიტანული მძიმე მეტალ-ჯგუფის „Iron Maiden”-ის, იგივე – „რკინის ქალწულის” ვოკალისტი – პოლ ბრიუს დიკინსონი, პროფესიით სამოქალაქო ავიახაზების პილოტი გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობისას ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ ახერხებდა ამ ორი პროფესიის ერთმანეთთან შეთავსებას მუსიკოსი, რაზედაც ბრიუსმა შემდეგი პასუხი გასცა: „მე მთელი ჩემი შემართებით – მფრინავი (პილოტი) ვარ. პირადი საქმეებით მხოლოდ შვებულების პერიოდში ან გამოსასვლელ დღეებში ვკავდები ხოლმე. „Iron Maiden”-ის ახალი ალბომი – ჩემის აზრით, არ უნდა იყოს ცუდი შედეგი ჩემი შვებულებისა. აი, მაგალითად თქვენ, როგორ გაატარებდით შვებულებას, თავისუფალ დროს? მე კი „Iron Maiden”-ის ალბომს ვწერდი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ბრიუს დიკინსონი პილოტის უნიფორმით