ლეონარდო და ვინჩი – „ეპიზოდი”
„კარგად ვიცნობ მექანიკას, არქიტექტურას, ბალისტიკას, ქიმიას, ასტრონომიას, მათემატიკას, არტილერიას, პიროტექნიკას, ვფლობ ხელოვნებას ციხე-სიმაგრეების დაცვისა და ალყისა, ხიდების აგებისა, გვირაბების გაყვანისა, არხების გაჭრისა, ასევე შემიძლია ხატვა და ძერწვა ნებისმიერ ხელოვანზე არანაკლები ოსტატობით”. – ასე წარუდგინა თავისი პერსონა „უნივერსალურ ადამიანად” აღიარებულმა ლეონარდო და ვინჩიმ მილანის გავლენიან ჰერცოგს – ლოდოვიკო სფორცას. შედეგად, 1482 წელს ლოდოვიკომ ლეონარდო მილანში მიიწვია სამუშაოდ. მათი ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ უდიდეს შედეგად მიჩნეულია სფორცას შეკვეთის საფუძველზე გენიალური და ვინჩის მიერ დაწერილი საყოველთაოდ ცნობილი შედევრი-ფრესკა, სახელწოდებით – „საიდუმლო სერობა”. ფრესკა, რომელმაც არა მხოლოდ ავტორის, არამედ შემკვეთის სახელიც უკვდავყო სამარადჟამოდ. – (ავტორი გენია.ჯი)