უოლტერ სკოტი – „ეპიზოდი”
დიდ შოტლანდიელ მწერალსა და დრამატურგს – სერ უოლტერ სკოტს (1771-1832 წლები), რომელმაც სახელი გაითქვა ისტორიული ჟანრის ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მუშაობით, ერთხელ ჰკითხეს, რატომ არ წერდა არაფერს თავის ეპოქაში მოღვაწე ადამიანების შესახებ, რაზედაც „რაინდის” ტიტულის მქონე მწერალმა ერთობ მრავლისმეტყველი პასუხი გასცა: „ისტორიული პერსონებისაგან განსხვავებით, ჩემი თანამედროვეების შესახებ თხრობა ერთ პატარა წინადადებაშიც კი შეიძლება ჩაეტიოს: სახელი, გვარი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები”. – (ავტორი გენიაჯი)