გენრიეტა ბელგიელი – „ეპიზოდი”
ბელგიის სამეფოს პრინცესა - გენრიეტა მარია შარლოტა ანტუანეტა (1870-1948 წლები) არა მხოლოდ შესანიშნავი მხატვარი, არამედ დიდებული მსროლელიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იგი იმდენად ხშირად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, რომ თიკუნად – „სპორტული ჰერცოგინია” შეარქვეს. ის კი არა და, სროლასა და ნადირობაზე ფანატიკურად შეყვარებული გენრიეტა, თავის მეუღლეს – ემანუელ ორლეანელს დათვზე სანადიროდაც ახლდა კანადაში არსებულ კლდოვან მთებში.
ცნობილია, რომ ბელგიელ პრინცესას სამეფო სასახლის კარზე განთავსებულ ბაღში სპეციალურად ჰყავდა დაბინავებული აქლემისებრთა ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი ცხოველი – ლამა. ამაში გასაკვირი არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ერთი ფრიად უჩვეულო გარემოება: პრინცესას მოთხოვნით, ლამა ისე გამოწვრთნეს ამ საქმის სპეციალისტებმა, რომ ცხოველი გარშემომყოფ ადამიანებს მიახლოვებისთანავე აფურთხებდა. ამბობენ, რომ ამით ძალიან ერთობოდა და ხალისობდა ბელგიელი პრინცესაო. – (ავტორი გენია.ჯი)
ლამა