ოგიუსტ როდენი ამბობდა…

„მე პურის ფულისთვის ვმუშაობ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ევები” საკმარისად მყავს”.

* * *

„ძერწვა – ეს არის ჩემი ენა. ამ ენაზე უკეთესად გელაპარაკებით”.

* * *

„რაცა ვარ ისა ვარ, სხვანაირი ვერ გავხდები”.

* * *

„იქნებ, არც არსებობს ქვეყანაზე ასეთი რამ – უზრუნველყოფილი ცხოვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოქანდაკე თუ ფიგურას შემოსავს, უმთავრესს მალავს. ადამიანის სხეულზე უფრო მშვენიერი, ძლიერი, დახვეწილი არაფერია ამ ქვეყანაზე. სხეული გამოხატავს უამრავ გრძნობას. როცა შემოსავენ – მალავენ, ახშობენ, ამახინჯებენ. სიშიშვლეს არაფერი აქვს საერთო უხამსობასთან”.

* * *

„ბუნებაში არ არსებობს სიმშვიდე, სიკვდილშიც კი არ არსებობს. გვამის გახრწნაც ერთგვარი მოძრაობაა. ამ ქვეყანაზე ყველაფერი მოძრაობს: სამყარო, ბუნება, თვითონ ჩვენ. როცა გვძინავს, გული მაინც ძგერს, სისხლი მოძრაობს ძარღვებში, სიზმარში გონება დაფარფატობს სადღაც, შორს”.

* * *

„თითქმის ყველა სახელგანთქმული ადამიანი გულს მიცრუებს”.

* * *

„არაფერი ისე არ მაღიზიანებს, როგორც დილეტანტები ჩემს სახელოსნოში”.

* * *

„მე ჩემი ნამუშევრებიც არასოდეს მაკმაყოფილებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება