ადოლფ ჰიტლერი – „ეპიზოდი”
მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება თამამად ეწოდოს – „ანტიქრისტე”, ვინაც მოსრა უამრავი ერი და ხალხი, ადოლფ ჰიტლერი იყო პირველი, ვის მიერაც გერმანიაში აკრძალული იქნა ევროპულ ქვეყნებში ეგზომ პოპულარული „ეთნოლოგიური ექსპოზიციები” – „ადამიანების ზოოპარკების” სახით. შედეგად, პარადოქსია, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემოქმედი დიდი გერმანული რაიხი გახდა ის პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელშიაც კაცობრიობისათვის ამ შოკისმომგვრელ და ამაზრზენ პრაქტიკას დაესვა წერტილი. პრაქტიკას, რომელსაც შემდგომში ისტორიამ საკადრისად უწოდა – „ევროპის უდიდესი სირცხვილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ცნობისთვის, ასეთი სახის „გასართობი” პრაქტიკა თავის დროზე მოდაში დამკვიდრებული იქნა თავისი ჰუმანიზმითა და განმანათლებლობით ცნობილი ბრიტანელების მიერ.
„ადამიანების ზოოპარკი”