ჯონ სკოტ ჰარისონი – „ეპიზოდი”
ჯონ სკოტ ჰარისონი (1804-1878 წლები) ერთადერთი ადამიანია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელიც ერთდროულად შვილიც იყო და მშობელიც აშშ-ის პრეზიდენტებისა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ქვეყნიერებას აშშ-ის რიგით მე-9 პრეზიდენტის – უილიამ ჰენრი ჰარისონის ოჯახში მოევლინა. გავიდა ხანი და მამის მსგავსად, მისი შვილიც – ბენჯამინ ჰარისონი, ამ დიადი ქვეყნის რიგით 23-ე პრეზიდენტი გახდა. თავად ჯონი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობებით არასოდეს დაინტერესებულა. შესაბამისად, არასოდეს უსარგებლია მისთვის მინიჭებული დიდი პრივილეგიებით. აკი იგი ერთდროულად ამერიკის ორი პრეზიდენტის შვილსაც წარმოადგენდა და მამასაც. ერთადერთი რაც იყო, გახლდათ ის, რომ მან როგორც კონგრესმენმა აშშ-ის კონგრესში იმუშავა ორი ვადის ხანგრძლივობით. მოგვიანებით ჰარისონს პოლიტიკის მიმართ ინტერესი საერთოდ გაუნელდა, რის გამოც თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 20 წელიწადი ოჰაიოს შტატში განთავსებულ საკუთარ რანჩოში გაატარა. რანჩოში, სადაც ჯონ სკოტ ჰარისონს შესანიშნავი ფერმა ჰქონდა მოწყობილი. – (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ ჰენრი ჰარისონი (აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი)
ბენჯამინ ჰარისონი