მარკუს ტულიუს ციცერონი – „ეპიზოდი”

ძველ რომში ფართოდ გავრცელებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი – ინსულა, რომელსაც ხშირად მთელი კვარტალიც კი ეკავა, უმეტესწილად, რომელიმე მდიდარი რომაელი მოქალაქის პირად საკუთრებაში იმყოფებოდა. ასეთ კორპუსებში არსებულ ბინებსა და ოთახებს მფლობელი მუდმივად აქირავებდა, რაც თავის მხრივ, საკმაოდ დიდ შემოსავალს იძლეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა ცნობილ და მდიდარ რომაელთა მსგავსად, მინიმუმ ორი ინსულა იმყოფებოდა ისეთი სახელოვანი ძველ რომაელი ორატორისა და პოლიტიკოსის კერძო საკუთრებაში, როგორიც გახლდათ – მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ.წ.აღ-ით 106-47 წლები). ციცერონის მფლობელობაში არსებული ერთი ინსულა „მარადიული ქალაქის” ცენტრალურ ნაწილში, არჯილეტის ქუჩაზე მდებარეობდა, მეორე მათგანი კი მონტის რაიონში. ერთ-ერთი ვერსიით, ციცერონმა ეგზომ შემოსავლიანი ინსულები თავის დროზე მისი ერთგული მეუღლისაგან – ტერენციასაგან მიიღო ძღვნად (ცნობისათვის, ტერენცია ძალიან მდიდარი რომაელი მოქალაქის ქალიშვილი იყო).

როგორც ციცერონის ბიოგრაფები ირწმუნებიან, დიდი ძველ რომაელი ორატორი ინსულებიდან შემოსულ მთლიან (სოლიდურ) თანხას ათენში მაცხოვრებელ თავის ვაჟს ახმარდა, სადაც იგი ფილოსოფიასა და რიტორიკის ხელოვნებას ეუფლებოდა. მიუხედავად ამისა, ციცერონი მაინც ყოველთვის წუხდა თურმე, ვაითუ, ჩემს „საბრალო” ვაჟს მშობლების მიერ გაგზავნილი ფული არ ჰყოფნისო. – (ავტორი გენია.ჯი)

ძველ რომაული ინსულები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>