ვიქტორ ვასნეცოვი – „ეპიზოდი”
ახალგაზრდულ ასაკში მყოფი ერთ-ერთი უდიდესი რუსი მხატვარი - ვიქტორ ვასნეცოვი (1848-1926 წლები) საკუთარ შესაძლებლობებში ნაკლებად იყო დარწმუნებული. (ავტორი გენია.ჯი) სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდებიდან გამოსული „ფსევდორუსული სტილის” მომავალი ფუძემდებელი გამოცდების შედეგებს არც კი დალოდებია ისე გაემგზავრა მშობლიურ სოფელში. მას მიაჩნდა, რომ საგამოცდო ტესტი ჩააგდო. მალევე სამხატვრო აკადემიის რექტორატმა ვასნეცოვის სახელზე წერილი აფრინა. წერილის ტექსტი იუწყებოდა, რომ მან წარმატებით დაძლია მისაღები გამოცდები. პეტერბურგიდან სოფელ ლოპიალში გაგზავნილი წერილი გზაში გაიბნა, რის გამოც ვიქტორმა მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ გაიგო, რომ იგი სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენისანმა ხელოვანმა არა მხოლოდ დიდი სახელი დაიგდო ხალხში, არამედ დიდი ქონებაც დააგროვა. კარგი ფინანსური შესაძლებლობები მხატვარს საშუალებას აძლევდა ქველმოქმედებითაც დაკავებულიყო: ვასნეცოვი აფინანსებდა რამდენიმე ლიტერატურულ გამოცემას. ცნობისათვის, ვიქტორის მეუღლე – ალექსანდრა რიაზანცევა გახლდათ პირველი ექიმი-ქალი რუსეთის იმპერიაში. ეს იმ პერიოდში უდიდესი მიღწევა იყო, თუკი გავიხსენებთ იმას, როგორ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მაშინ ქალები. – (ავტორი გენია.ჯი)