ლუკიანე სამოსატელი – „ეპიზოდი”
ასურული წარმომავლობის მქონე დიდმა ძველ ბერძენმა მწერალმა – ლუკიანე სამოსატელმა (125-192 წლები) II საუკუნეში ძველ ბერძნულ ენაზე დაწერა მხატვრული ნაწარმოები, სახელწოდებით – „ნამდვილი ისტორია”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ლიტერატურული ქმნილება მოგვითხრობს ისტორიებს ადამიანების მოგზაურობებზე მთვარესა და პლანეტა – ვენერაზე. გარდა ამისა, მის ტექსტში ვხვდებით უცხოპლანეტელებსა და რობოტებს. დიალოგები კი გაჯერებულია ისეთი საკვირველი თემებით, როგორიცაა – პლანეტათაშორის წარმოებული ომები, კოსმოსური მოგზაურობები. ავტორი იმასაც კი ირწმუნებოდა, დედამიწის მსგავსად სხვა პლანეტებზეც გვხვდება სიცოცხლეო.
მაშ ასე, ლიტერატურის ისტორიაში პირველი სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ნაწარმოების სახელწოდება გახლავთ – „ნამდვილი ისტორია”, რომელიც მისმა ავტორმა – ლუკიანე სამოსატელმა, ჯერ კიდევ II საუკუნეში დაწერა. – (ავტორი გენია.ჯი)