კოტე მახარაძე – „ეპიზოდი”
„და აი, ბურთით ოლეგ ბლოხინია… დარტყმა, არის, გოოლ!!! თუმცა სამწუხაროდ, ბურთი ძელს მოხვდა, თან, თამაშგარეც იყო. და საერთოდ, ჩემი ასისტენტები იმასაც მეუბნებიან, ის ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინი არ ყოფილაო”. – გენიალური ქართველი სპორტული კომენტატორის – კოტე მახარაძის (1926-2002 წლები) მიერ წარმოთქმული ეს პერიფრაზი სპორტის გულშემატკივრებმა ერთგვარ ანეგდოტად აქციეს. პროფესიით – მსახიობს, იმდენად დიდი ავტორიტეტი გააჩნდა, რომ კომენტატორის კაბინაში თავის თავს (კარგი გაგებით) ხულიგნური გამოხდომების უფლებასაც კი აძლევდა. „გვერდითი არბიტრი ძალიან ლამაზ პოზებს იღებს. შესაძლოა, იგი ადრე ბალეტით იყო დაკავებული”; – „ლეონენკო უკვე 45 წუთია ხურდება. ვშიშობ, არ გადახურდეს”; – „სანამ ბურთი ჰაერშია, მოკლედ, გუნდების შემადგენლობების შესახებ”; – „ეს იაპონელი ძიუდოისტი რაღაცით ჩემს ცოლს მაგონებს. თუმცა, მხოლოდ რაღაცით…”; „ტიტოვმა შესანიშნავი პასი მიიღო ავსტრიელისგან. შესანიშნავი პასი. ასეთ შესანიშნავ პასს შენიანისგან ვერ მიიღებ კაცი”. – კოტე მახარაძის მიერ წარმოთქმული მრავალი სიტყვა იქცა შემდგომში ერთგვარ „ფრთიან ფრაზად”.
მმატჩების კომენტირება მახარაძემ 1957 წელს დაიწყო. მან, როგორც კომენტატორმა, პირველად საკალათბურთო მმატჩი წაიყვანა. დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. და მერე როგორი წარმატებული… კოტე მახარაძემ, ვინაც იმპროვიზაციის, იუმორისა და არტისტიზმის გასაოცარი ნიჭით იყო დაჯილდოებული, თავისი შეგნებული ცხოვრების 40 წელიწადი მიუძღვნა კომენტატორობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან 3 000-მდე რადიო და ტელე-ტრანსლიაცია წაიყვანა. იგი უყვარდა ყველას, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს… ამიტომაც შენიშნავენ ხშირად, „კოტე მახარაძე ხალხის ყველაზე საყვარელი კომენტატორი” იყოო. – (ავტორი გენია.ჯი)