იცით თუ არა, რომ?!

1. ესპანურ ინკვიზიციას საკუთარი ბიუჯეტი არ გააჩნდა. ამიტომაც იყო, რომ ინკვიზიტორები ცხოვრობდნენ იმ კონფისკირებული კერძო საკუთრების ხარჯზე, რომელთაც კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალი ერეტიკოსობაში მსჯავრდებულებს ჩამოართმევდა ხოლმე კანონის ძალით. „თუკი ინკვიზიტორები ადამიანებს კოცონზე არ დაწვავენ, მათ არაფერი არ ექნებათ საკვებიო”, – ასე სწერდა ერთ-ერთი უცნობი ავტორი ესპანური ინკვიზიციის სულისჩამდგმელ მონარქს – ფერდინანდ II არაგონელს. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. ფეოდალური ხანის იაპონიაში – ვაჭრები სოციალური იერარქიის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ. ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ვაჭრები თავად არაფერს არ აწარმოებდნენ. ხელოსნები ვაჭრებზე ერთი საფეხურით ზემოთ იდგნენ, რადგან რაცას მაინც ჰქმნიდნენ; იაპონელი გლეხები კი ვაჭრებზე და ხელოსნებზე მაღალ სოციალურ იერარქიას ინარჩუნებდნენ, რადგან სიცოცხლისათვის აუცილებელ საკვებ პროდუქტებს აწარმოებდნენ.

* * *

3. პირველი კომპიუტერული ვირუსი შექმნილი იქნა ორი პაკისტანელი ძმის – ბასიტ ფარუქ ალვისა და ამდჯად ფარუქ ალვის მიერ 1986 წელს.

* * *

4. დინოზავრის ნაშთები პირველად აღმოჩენილი იქნა 1824 წელს;

* * *

5. ჭადრაკის საერთაშორისო დღე – 20 ივლისია. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ასანთის პირველი პარტია გამოშვებული იქნა შვედეთის ქალაქ – იენჩეპინგში 1845 წლის 28 აპრილს.

* * *

7. გენიალური ესპანელი მხატვარი – პაბლო პიკასო – 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან მილიარდობით დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები დატოვა, თუმცა ანდერძი არ დაუტოვებია, ვის უნდა რგებოდა წილად ეს უზარმაზარი ქონება. საბოლოო ჯამში, პიკასოს ქონება შვიდმა მისმა შთამომავალმა გაიყო.

* * *

8. „კარგი ქვეყანა იყო ამერიკა, ჩვენ კი ეშმაკმა უწყის, რად ვაქციეთო”. – თავის დროზე წუხდა გენიალური დიდი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი.

* * *

9. ბეღურასნაირთა რიგის ერთ-ერთი ქვესახეობის ფრინველი – სტვენია, პარტნიორისადმი უსაზღვრო ერთგულებით გამოირჩევა: როცა სტვენიათა შეუღლებული წყვილიდან ერთ-ერთი მათგანი კვდება, მეორე გალობას წყვეტს და აღარ გალობს. გარდა ამისა, მას ეკარგება ბულბულის ელვარება და თითქმის აღარ ჭამს საჭმელს, რაც საბოლოო ჯამში „დაქვრივებულისათვის” ფატალური შედეგით სრულდება.

* * *

10. თუკი „ღვთაებრივი კომედიის” ავტორი გენიალური იტალიელი მწერალი და პოეტი – დანტე ალიგიერია, „არაღვთაებრივი კომედიის” ავტორი გახლავთ სახელგანთქმული პოლონელი პოეტი – ზიგმუნდ კრასინსკი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>