რობერტ ლისტონი – „ეპიზოდი”
„მედიცინის ნოვატორად” წოდებულმა ცნობილმა შოტლანდიელმა ქირურგმა – რობერტ ლისტონმა (1794-1847 წლები) სახელი მის მიერ ჩატარებული სწრაფი ოპერაციებით გაითქვა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ ბრიტანელი მედიკოსი თითოეულ ოპერაციაზე საშუალოდ – 30 წამს ხარჯავდა. ერთხელ ქირურგმა სულ რაღაც 25 წამშიც კი განახორციელა პციენტის ხელის ამპუტირება. თუმცა ამ სისწრაფეს, საუბედუროდ, შემთხვევით, მისი ასისტენტის ხელის თითებიც შეეწირა. რამდენიმე ხანში ნაოპერაციევ პაციენტსა და ლისტონის ასისტენტს სეფსისი განუვითარდათ, რის შედეგადაც ორივე მათგანი გარდაიცვალა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოპერაციის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალა ოპერაციაზე დამსწრე მესამე პიროვნებაც (როგორც ცნობილია, იმ პერიოდში მედიკოსების მიერ ჩატარებულ ოპერაციებზე დასწრება თავისუფალი იყო). მას გულის შეტევა განუვითარდა. ეს ერთადერთი შემთხვევაა სამედიცინო ისტორიაში, როცა ოპერაცია 300 პროცენტიანი სიკვდილიანობით დასრულდა. – (ავტორი გენია.ჯი)