საბჭოთა კავშირი – „ეპიზოდი”
1930 წლის 13 მარტს საბჭოთა კავშირი გახდა პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც ოფიციალურად დაამარცხა „ყველა ქვეყნისთვის თავსატეხ ჭირად” ქცეული – უმუშევრობა. სწორედ ამ დღეს დაიხურა მოსკოვის შრომის ბირჟა (უკანასკნელი შრომის ბირჟა საბჭოეთში), რადგან მის ადმინისტრაციაში უმუშევრობის პრობლემების შესახებ განცხადებები აღარ შედიოდა. ცნობილია, რომ ბოლო საბჭოთა მოქალაქე, ვინაც მოსკოვის შრომის ბირჟას დასაქმების თხოვნით მიმართა, პროფესიით ზეინკალი – მიხეილ შკუნოვი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)