გურამ გეგეშიძის ფილოსოფიიდან…

„მე დიდხანს ვიცხოვრე ბუნების წიაღში, იქ კი კაცი სხვაგვარად აღიქვამ ყოფიერებას. საღამო ხანს გახვალ სოფლის ბოლოს და განმარტოებით მდგარ ხრიოკ ბორცვს მიაშურებ. აქ სოფლის ძველი სასაფლაოა. მოწყენილი ოლე დასცქერის გამოფიტულ საფლავის ქვებს. ჩამოჯდები საფლავის ლოდზე, გაჰხედავ ტყით შემოსილ მთებს და ფერდობებზე ყვითლად მბზინავ პურის ყანებს, რომელთა შუაგულში კორომად დგას ასწლოვანი ფიჭვების ჯგუფი. მთების მიღმა კი ნელ-ნელა ჩადის მზე. მწუხრის ნათელი დასდგომია ხეობას, შენ კი გასცქერი ღველფად ქცეულ სივრცეს და ამ საოცარ, მდუმარე უძრაობაში გრძნობ სამყაროს მარადისობას, ამა სოფლის სიამეთა ამაოება ცხადი ხდება შენთვის. მოულოდნელად გიჩნდება მისწრაფება ზომიერებისაკენ, სიმშვიდისაკენ, როგორც წარმატებისას, ისე სიდუხჭირისას, როგორც სიხარულში, ისე მწუხარებაში, და სიმდიდრეც აღარ გიტაცებს, თუმცა მშვენივრად იცი სიღარიბის მანკიერება. ყოველივე ეს ქრება შენი სურვილებიდან და გსურს გაარკვიო რისთვის შობილხარ ამ მარადიულ სამყაროში უბრალო წამად…”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>