„დამაკვირდი”

„ძმაკაცობა ჩემი რწმენაა, ჩემი სინდისის მსაჯულია და თუ ვინმეს „ძმაკაცობა” ეგოიზმით ნაკარნახევ მხოლოდ და მხოლოდ გართობისა და დროსტარების საშუალებად მიაჩნია, მიმიფურთხებია ასეთი ძმაკაცობისათვის”. – აკაკი მუხურაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველა ქალმა იცის ლამაზი წუთის ფასი”. – რევაზ ინანიშვილი

* * *

„მგელს მგლობას ვერ გაუმტყუნებ”. – ორდე დგებუაძე

* * *

„მჯერა, რომ კაცი თვითონ სჭედავს თავის ბედ-იღბალს”. – ჯონ ბრეინი

* * *

„გაყოყოჩება სიკეთეს არავის მოუტანს”. – ნოდარ წულეისკირი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა”. – ოშო

* * *

„ქალი რომ გათხოვდება თავის თავს აღარ ეკუთვნის, ქმრის ოჯახისაა…” – ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

* * *

„არა კმარა მახვილ მარჯვეობა, – ჰხამს ცოდნა ვისა სცემ”. – ფრიდრიხ ნიცშე

* * *

„ეს არის სასტიკი ქვეყნიერება, სადაც ყოველ მოქმედებას თავის შედეგი მოჰყვება”. – ჯონ ბრეინი

* * *

„კაცის სისუსტით მუდამ სარგებლობს მაცთური!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება