ოტია პაჭკორია წერდა…
„ვიცი, რომ მოყვასს ხელი უნდა გაუწოდო, დაცემული წამოაყენო, სნეულს უწამლო… ოღონდ ერთს ვერ ვხვდები – რა არის ლოთის წამალი – სასმელის მიწოდება თუ სასმელის წართმევა… ვერ გავერკვიე, ვერ დავუდევი ზნეობრივი ზღვარი. იქნებ ერთიც სწორია და მეორეც, იქნებ ორივ საქციელი კაცთმოყვარულია: აკანკალებულის, პირგამშრალისა და გონებადაბინდულისთვის კათხა ლუდისა და სირჩა არყის მიწოდება იქნებ იგივე სათნოებაა, რაც გონებადაბინდულისა და ძალაწართმეულისთვის კათხა ლუდისა და სირჩა არაყის წართმევა. აი, ამას თუ ამიხსნის ვინმე?”