მიხეილ ჯავახიშვილი – „ჩვენ ქართველები ვართ!”

„ბატონებო! მეგობრებო! ცხოვრება ყველას მოგვერევა და დაგვჯაბნის, დაგვწვავს, გაგვთელავს, სისხლით და ცრემლით გვატირებს, მაგრამ ერთში მაინც ვერ მოგვღუნავს, ვერ მოგვდრეკს: ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ დაბადებითვე რაინდობა და ვაჟკაცობა თან მოგვდევს, ჩვენს ძარღვებში კეთილშობილი სისხლი სჩქეფს, ჩვენ დედის ძუძუსთან ერთად გვიწოვია შეგნება და გრძნობა პატიოსნების, ძმობისა და ამხანაგობისა. ჩვენ ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი შეგნება წმინდა მოვალეობისა წინაშე ერთმანეთისა და ჩვენი ტურფა საქართველოსი. დუხჭირი ცხოვრება ყველაფერს წაგვართმევს, ჭაბუკობის ყვავილს დაგვიჭკნობს და მზესაც დაგვიბნელებს, მაგრამ რაინდობაზე, ვაჟკაცობაზე, პატიოსნებაზე და კეთილშობილებაზე ვერასოდეს ხელს ვერ აგვაღებინებს! ვერ-ას-ოდე-ეს-მეთქი!!!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>