გიორგი ლეონიძე – „წეროს თოვლი”

მზემ შეალბო შეყინული ბზარები,

დნება წეროს თოვლი:

რეკენ ყინვის იისფერი ზარები

უკანასკნელ თრთოლვით.

* * *

უკანასკნელ სიკვდილამდე შენთან ვარ,

უკანასკნელ სულის ამოხდომამდი,

სიჭაბუკევ!

ხელში გამიქანდები,

როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი.

* * *

მომე ჭიქა, სადღეგრძელო ახალი!

მომე გული, მერე გამიქვითკირე!

თუ მოგესმათ ხელრხემალის ჭახანი,

წეროს თოვლში, წეროებო, მიტირეთ.

* * *

თოვლს წაჰყვება ჩემი ახალგაზრდობა,

ის მეორედ აღარ განმეორდება:

ლექსიც ჩაქრა, ქალის სიყვარულიცა,

წყეულებმა არ იციან დანდობა!

კომენტარის დატოვება