გიორგი ლეონიძე – „ვარდმოფენობა”

„მიყვარდა მაისში ვარდმოფენობის დღე. დილიდანვე დავიწყებდით სახლის მორთვას ვარდით, სოსანით, ფშატის აყვავებული ტოტებით, მინდვრის ფერად-ფერადი ყვავილებით. მთელი ურემი ყვავილები მოგვქონდა მინდვრიდან. განსაკუთრებით ირთვებოდა სახლის წინამო აივანი, სარკმელები, სვეტები. თითოეულ სვეტს შემოვაწნავდით ვარდს, გვირილას, შელგას…

იატაკსაც მოვფენდით ფოთლებითა და ყვავილებით.

ეს დღე მიყვარდა ბუნების დიდი სიყვარულით, ვარდმოფენობას ჩვენი კერა არასდროს მოსცდებოდა დედაჩემის პოეტური ბუნების წყალობით.

ის ფერადი ყვავილები გამოჰყვა ჩემს სულს, ჩემს სიტყვას. დღესაც ყველაზე მეტად მინდვრის ყვავილები მიყვარს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>