გალაკტიონი წერდა…
„ვითარცა მეფემ განვლიე ამ წუთისოფლის დღენია,
ხან დავდიოდი ქვეითად, ხან მყავდა კაი ცხენია,
სოფელი კაცსა გამოსცდის, ამისი არა მრცხვენია”.
* * *
„ეს ფუსფუსი პატარ-პატარა ხალხის ჩემთვის სრულიად გაუგებარია”.
* * *
„ლექსები ჩემი ვალიუტაა”.
* * *
„ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში ვრწმუნდები: მე თურმე, მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი… ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შეადგენს”.
* * *
„კარგია ფხიზელი სითამამე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სხვა ხმები ჩამესმოდა: ყურებში ხმაურობა მესმოდა: შუმანი, ბეთჰოვენი, ჭიანური, როიალი – სულ ერთად იყვნენ არეული! ხან კი თითქოს კოღო დამწივოდა ყურთან. როდესაც ყოველივე ეს ვუთხარი ექიმ პონდოევს, მან თვალები ფართოდ გააღო გაოცებისაგან. მის სახეზე წავიკითხე: შეშლილაო საწყალი გალაკტიონი”.
* * *
„ვერავითარი განდეგილი ვერა სძლებს, ერთხელ-ორხელ მაინც სოფლად არ ჩამოეარა”.
* * *
„მე ვიცი, რომ ვერ ავცილდები იმ საზღვარს, რომელშიაც კაცობრიობაა მომწყვდეული”.
* * *
„თავს არასოდეს ისე არ ვგრძნობ, ვით გრძნობენ სხვები…”
* * *
„ვნახოთ, რას იზამს მომავალი, მაინცა და მაინც დიდად არ მეშინია მისი… ე.ი. სუყველაფერი ერთია ჩემთვის, რაც უნდა იქნეს”. – (ავტორი გენია.ჯი)