ელისაბედ II – „ეპიზოდი”
1932 წელს იორკის საგრაფოში (გაერთიანებული სამეფო) არსებულმა ერთ-ერთმა ბრიტანულმა საკონდიტრო ფაბრიკამ, მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე საცდელ ნიმუშად – კაკაოს ბაღი გააშენა. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევში, თუ სტერკულიასებრთა ოჯახის ეს მარადმწვანე მცენარე „ნისლიანი ალბიონის” ბუნებრივ პირობებს შეეგუებოდა, მაშინ ბრიტანეთი საკუთარი ნედლეულით შეძლებდა ბრიტანული შოკოლადის წარმოებას და იგი იმპორტულ ნედლეულზე დამოკიდებული აღარ იქნებოდა. სამწუხაროდ, შოკოლადის ხეებმა კუნძულზე არსებულ კლიმატურ პირობებს ვერ გაუძლეს. შედეგად, ექსპერიმენტმა ჩაილულის წყალი დალია. თუმცა-კი, იმ უმნიშვნელო რაოდენობის კაკაოს მარცვლებით, რომელიც შოკოლადის ხეების ბაღში აიღეს მოსავლის სახით, ერთადერთი ფილა შოკოლადი დამზადდა. ეს ის პერიოდია, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მომავალი დედოფალი – ელისაბედ II სულ რაღაც ექვსიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა. აღნიშნული გარემოება სათანადოდ გაითვალისწინა იორკის საგრაფოს საკონდიტრო ფაბრიკამ, რომელმაც ბრიტანულ მიწაზე მოყვანილი კაკაოს მარცვლებისაგან დამზადებული პირველი და ერთადერთი ბრიტანული შოკოლადი, იმთავითვე დიდი ავტორიტეტის მქონე „პატარა დედოფალს” მიართვა დასაგემოვნებლად. ასე რომ, ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, ვისაც „წმინდა” ბრიტანული შოკოლადი აქვს დაგემოვნებული – ელისაბედ მეორეა. – (ავტორი გენია.ჯი)