ლადო მრელაშვილი – „დოლის პური”
„ალბათ მსოფლიო ისტორიაში იშვიათია თავის შემქმნელ-წარმომშობი ერის ტრაგედიისათვის ისე თანაეგრძნოს მცენარეს, როგორც ეს ქართულმა დოლის პურმა ჩაიდინა:
იგი უძლებდა ველ-მინდვრებზე მზისგან დანთებულ ჭიაკოკონას, რათა რიცხვით ხუთჯერ უფრო მეტ მტერს გარიდებული ქართველისათვის ლუკმა არ გაეწყვიტა და გვალვის ამტანობა შეიძინა.
იგი ზოგჯერ თვეობით უცდიდა შვიდჯერ უფრო მეტი მომხვდურისაგან ნაოტები მზრუნველი ხელის დაბრუნებას, რათა მაინცდამაინც პატრონის ნამგლის ფხაზე შეჭრილიყო და ზამთრისადმი გამძლეობა შეიძინა.
იგი ცდილობდა ბოლომდე შეენარჩუნებინა სისავსე სიმწიფისა, რათა სიუხვე არ მოჰკლებოდა მომყვანს ყანისა და კილის სიმაგრე შეიძინა.
და რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ, როდესაც ქართველს ხმლისაგან მოუცლია, ნამგალი აუღია და თოვლქვეშ უმკია ხალასი ხელეური”. – (ავტორი გენია.ჯი)